ხატია დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია

“არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც საქართველოს მოქალაქემ ნდობა გამოუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ აპირებს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ, გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც – მეორე ტურის დროს, როდესაც, პრაქტიკულად, ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება“. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია – რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას“ არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები