სერგი კაპანაძე: მოლაპარაკების მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება
„მოლაპარაკების მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უბრალოდ შეხვედრისთვის შედგება და მას შედეგი არ ექნება.
„მესამე რაუნდს ოპოზიცია ისევ ელოდება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთანაც. მესამე რაუნდს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება იქნება ჩვენი წინადადებების საპასუხოდ. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში, მესამე რაუნდი შეიძლება, შედგეს უბრალოდ შეხვედრისთვის, მაგრამ მას შედეგი არ ექნება. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარდგება ივანიშვილი კონკრეტული წინადადებით“, – განაცხადა კაპანაძემ.