2 დეკემბერი დათო ევგენიძის დაბადების დღეა

2 დეკემბერი დათო ევგენიძის დაბადების დღეა. მას 62 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1958 წლის 2 დეკემბერს. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია, 1985 წელს  – ასპირანტურა.

1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა დიდი თეატრის სცენაზე; 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში; 1988 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში, მონაწილეობდა ჯაზფესტივალებში.
დაწერილი აქვს სიმღერები, 5 საგუნდო, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო პრელუდიები, რომანსები, სონატა ვიოლონჩელოსთვის და სხვ. წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში.
იყო წლის საუკეთესო მუსიკოსი (1997, თბილისი), მოსკოვის კონსერვატორიის პრიზის მფლობელი (1982), საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორი (1983, საბჭოთა კავშირი), სსრკ მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის (1983) გრან-პრისა და პრიზ „მანას“ (1996), პრიზების „ოქროს ვერძისა“ და „ოქროს არწივის“ (2005, რუსეთი) მფლობელი…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები