გიგი უგულავას სახლთან აქცია გაიმართა

  გიგი უგულავას სახლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოქალაქეებზე ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გიორგი ცინცაძის განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის ქონებას უკანონოდ ისაკუთრებდა.
“ჩვენ შევიკრიბეთ გიგი უგულავას სახლთან, რომელიც მაღალი თანამდებობის პირი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხალხს ართმევდნენ ქონებას, ისაკუთრებდნენ კერძო ბიზნესებს და თვითონ აურაცხელი, ძალიან დიდი მოგებები ჰქონდათ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ქონება ხალხს დაუბრუნდეს”, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მსგავსი აქციების გამართვას “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების სახლებთანაც გეგმავენ. დღეს გივი თარგამაძის სახლთან ანალოგიური აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდულმა ცენტრმა” მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები