„გარდაიცვალა ლია ბიბილეიშვილი, რომელმაც ხანგრძლივი მოღვაწეობის უმეტესი წილი ნიკო ნიკოლაძის სახელის უკვდავყოფას მიუძღვნა“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს ლია ბიბილეიშვილის გარდაცვალების გამო.
„საქართველოს სამუზეუმო გაერთიანების ქომაგთა საზოგადოებას, ფილოლოგთა დიდ წრეს გამოაკლდა მისი ღვაწლმოსილი წევრი. გარდაიცვალა ქალბატონი ლია ბიბილეიშვილი. ადამიანი, რომელმაც მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის უმეტესი წილი ნიკო ნიკოლაძის სახელის უკვდავყოფასა და დიდი ქართველი ნოვატორის სახლ-მუზეუმის მოვლა-პატრონობას მიუძღვნა.
ქალბატონი ლიას ნაყოფიერი ცხოვრების წლებს უკავშირდება დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკოლაძისეული მემკვიდრეობის დაცვისა და საექსპოზიციო სივრცედ წარმოჩენის სამამულიშვილო საქმე. მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო ლია ბიბილეიშვილის თანამონაწილეობის როლი ამავე სფეროში თანამდეროვე სამუზეუმო მიმართულებების დანერგვისა და განხორციელების პერსპექტიულ გეგმაში, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სრუქტურაში გაერთიანების შემდგომ განისაზღვრა. სწორედ ამ დამსახურებების ნიშნად, ქ-ნი ლია რამდენიმე თვის წინ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იზიარებს ქ-ნი ლიას გარდაცვალებით გამოწვეულ ღრმა მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები