„2020 წლის წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„2020 წლის წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯილდო მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა. წარმოგიდგენთ 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატთა ვინაობას და მათ გამარჯვებულ ნამუშევრებს.

თეატრალური ხელოვნება:
დავით თურქიაშვილი – რეჟისორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით – „უხერხემლო” (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი).

კინოხელოვნება:
საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე – კინორეჟისორები
ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით – ,,მამის პორტრეტი ინტერიერში”

მუსიკალური ხელოვნება:
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით “Halfie” (CES Records)

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
გიორგი შონია – პოეტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით -,,რობოტების ყვავილები” (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.)

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ივა ფეზუაშვილი – მწერალი
ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით -,,ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წ.)

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ცოტნე ჩიტიაშვილი
მოლეკულური ბიოლოგია
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით – „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას” (ჟურნალი „Nature“)

სახვითი ხელოვნება:
შოთიკო აფციაური
არტისტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით – ,,ტყის ჭრა, ტაძრის შენება“.

ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ნიკა ხოფერია
ისტორიკოსი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა ,,არტანუჯი” 2019 წ.)
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით.
ფარმაცეპტული კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ სამუსიკო ხელოვნების 2 გამორჩეულ ნომინანტს – გიორგი  გიგაშვილსა და პაპუნა შარიქაძეს.   

წინანდლის პრემიის“ პარტნიორი კომპანია „ბადაგონის“  სპეციალური პრიზი გადაეცა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ ნომინანტს – თამო ჯუღელს.

წინანდლის პრემია 2020“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები