ირაკლი სესიაშვილი: დავით გარეჯთან დაკავშირებით გარკვეული ძალები საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ

“საერთო ეროვნული ინტერესია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით სამართლიანად, ეს ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. ეს არის მთავარი მიზანი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი წილი ცოდვა მიუძღვით.

„ცხადია, სასამართლოს ან პროკურატურის საქმიანობასა და მათ სტრატეგიაში მე ვერ ჩავერევი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზებას. ამ პოლიტიზებას აქვს თავისი მიზეზები: ჩემი აზრით, ერთი მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში. ეს ჩემი აზრია და, ცხადია, აქ მათი რეაქცია უფრო თავდაცვით რეაქციას მაგონებს. მეორე – ახლა გიგი უგულავას ძმა რომ გვიმტკიცებს, რომ არ ვარგა ის რუკა, რომლითაც ჩვენ უარს არ ვიტყოდით, რაზეც თვითონ მზად იყვნენ 3 500 ჰექტარის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე, ეს თუ ვინმესთვის მისაღებია, მაშინ გამოხატონ თავიანთი თუნდაც პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ის რომ ამ არსებული რუკებით, რომლებიც იყო როგორც ჩანს გადამალული, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვას უკეთ შევძლებთ, ეს არის ფაქტი. მე დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები