გია ვოლსკი: როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს
“მოლაპარაკების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს.
„მოლაპარაკების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, მიუხედავად სუბიექტური ვითარების, წინაპირობებისა, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს და რომ მისთვის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები ან არ არსებობს ან სადღაც მე-100 რიგშია. ესაა პასუხისმგებლობების მთავარი კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, ეყოფა ჭკუა იმისთვის, რომ თუ ქვეყნის მიმართ ერთგულებას არ დაადასტურებს, თავის პოლიტიკური სუბიექტის სამარეში ჩასვლა მაინც აირიდოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.