ირაკლი სესიაშვილი: გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს

“სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი სესიაშვილი პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრის, ასლან ვაშაყმაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.

სესიაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური კულტურის გამოხატულება.

„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ეს ფაქტი დაგმეს, რადგან მანამდე არ დაგმეს სააკაშვილის მძიმე განცხადება, როდესაც თავის აქტივისტებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ასევე, 20 ივნისს პოლიციელების რიგებიდან გამოყვანა, ცემა და მათზე ძალადობა. რეალურად, ეს არის მათი ერთიანი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება. მთავარი არის არა განცხადებები და მათი მხრიდან შეფასებები, არამედ ის, რომ, პირველ ყოვლისა, ასეთ პოლიტიკურ აზროვნებას, ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას გაემიჯნონ. მერე შეიძლება, მათ პოლიტიკურ განცხადებებსა და შეფასებებს ფასი ჰქონდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები