ნიდერლანდებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, გამონაკლისი გაკეთდა სექს-მუშაკებისა და მათი კლიენტებისთვის
ნიდერლანდებში დღეიდან ძალაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შევიდა.
NOS-ის ინფორმაციით, დღეიდან ქვეყანაში 13 წლიდან ყველა პირს პირბადის ტარება ევალება.
სამედიცინო ნიღბის ტარება სავალდებულოა მაღაზიებში, სამთავრობო შენობებში, სკოლებსა და სადგურებზე.
გამონაკლისი გაკეთდა სექს-ბიზნესისა მუშაკებისთვის და მათი კლიენტებისთვის, ასევე, იმ პირთათვის, რომლებსაც სამედიცინო თვალსაზრისით პირბადის ტარება არ შეუძლიათ.
წესის დამრღვევი 95 ევროს ოდენობით დაჯარიმდება, 16 წლამდე მოზარდები ჯარიმის სახით 38 ევროს გადაიხდიან.