„ქალი მხატვრები დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში“ – ონლაინლექცია

 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ონლაინლექცია – „„ქალი მხატვრები დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში“ გაიმართება.
პროგრამის ავტორია ცისია კილაძე.
„ლექციაზე წარმოგიდგენთ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების ისტორიისთვის ცნობილ ქალ მხატვრებს და მათ შემოქმედებას. მათ შორის, ვისაუბრებთ ქართველ ქალ მხატვრებზეც. მიმოვიხილავთ ქალი მხატვრების შემოქმედებას შუა სუკუნეებიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. აქცენტი XX საუკუნის მხატვრობაზე გაკეთდება, რადგან ქალი მხატვრების შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი სწორედ XX საუკუნის დასაწყისიდან გახდა.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ მხატვართა ინდივიდუალობაზე, შემოქმედებით თვითმყოფადობასა და ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ მსოფლმხედველობრივ თუ სტილურ თავისებურებებზე“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეტროსპექტული ხასიათის ლექცია მდიდარი ვიზუალური მასალით იქნება საინტერესო.

ლექცია განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული მსურველისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები