„პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“

4 დეკემბერს, 18:00 საათზე, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტს – „საუბრები თეატრზე”, რომელიც წარმოადგენს დისტანციურ საჯარო შეხვედრა-მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც, ზოგადად, თეატრი, ხელოვნება უყვარს.
შეხვედრების II ციკლის – „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილთან.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი), ბმულზე:  https://meet.google.com/ioj-nydr-zcr
ცნობისათვის:  შეხვედრა-მასტერკლასების I ციკლის – „შექსპირი თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ – ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/watch/424640114314867/241968027044224
და “საუბრები თეატრზე”-ს youtube არხზე: https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები