მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე გარდაიცვალა

გიული დარახველიძე და ინოლა გურგულია

88 წლის ასაკში მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობელმა „კვირას“ აცნობა, მომღერალი კორონავირუსის შემდგომი გართულებით, ინფარქტით გარდაიცვალა.
დაიბადა 1932 წლის 25 მაისს თბილისში, სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. 1950 წელს სწავლა განაგრძო უცხო ენათა ინსტიტუტში.
სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. იყო  ტრიო „სამაიას” წევრი,  ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები