გლდანის I მიკრორაიონის N5 კორპუსის მიმდებარედ ეზოს აწესრიგებენ

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
შიდა ეზოს მოწესრიგება ამჟამად გლდანის I მიკრორაიონის N5 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 44 340 ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები