“უდიპლომო მინისტრების ფოიერვერკია, რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა – მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ჩაკეტილ წრეს გავარღვევთ” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ქვეყნის სათავეში მყოფ მაღალჩინოსნებზე საუბრობს, რომლებმაც, მისი თქმით,  სხვადასხვა სფერო კრიზისში შეიყვანეს. ხაზარაძე ასევე ხაზს უსვამს ბიძინას ბრძოლას მისსა  და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და უდიპლომო მინისტრებს, რომლებიც აზარალებენ ქვეყანას.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“ყოველდღიურად ვუყურებთ უდიპლომო მინისტრებს. რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან რადგან, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი ამყოფებს. მან თავისი რუსული მეთოდებით და 90-იანების აზროვნებით მართავს ქვეყანას. ჩვენი მიზანია რომ ამ წრიდან გავიდეთ. ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკაში რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება. ჩემი და ჩემი მეგობრებია იდეა და მისიაა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას,”- განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” თავმჯდომარემ მისი და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში წასვლაზეც ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, ისინი არ შეუშინდნენ არსებულ სიტუაციას და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის პოლიტიკაში ყოფნა  გადაწყვიტეს.

“მე და ბადრის შეგვეძლო თავის დროზე წავსულიყავით ქვეყნიდან, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. შეგვეძლო არ ჩავრეულიყავით პოლიტიკაში, მაგრამ ვიყავით მართლები და ასე არ მოვიქეცით. არ გავექეცით სასამართლოს, შორიდან არ დავიწყეთ ყურება ჩვენი ქვეყნის გაჭირვების და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა დავიწყეთ. რადგან ჩვენ რეალურად ვხედავთ რა დღეშია ხალხი და რომ მათ სჭირდებათ დახმარება,”- აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები