კახი კავსაძის ძმა: კახი არ არის მართვით სუნთქვაზე, ყველაფერი კარგად არის
კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის განცხადებით, მისი ძმა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.
მისივე თქმით, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
„ვერ იყო კარგად, საჭირო იყო უფრო ინტენსიური მეთვალყურეობა და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. ახლა როგორც იძახიან მედიკოსები მეთვალყურეობა არის ძალიან კარგი და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. იცით კახი უფრო ნაომარი კაცია, ნაოპერაციებია, მეტი ყურადღება სჭირდება მას. მე სახლში ვარ, იზოლაციაში ვართ მე და ჩემი მეუღლე. ალბათ 2-3 დღეში დასრულდება ჩვენი იზოლაცია. კახი არ არის მართვით სუნთქვაზე, ყველაფერი კარგად არის“, – განაცხადა იმერი კავსაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.