სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო სავაჭრო ცენტრებში, რის გაკონტოროლებასაც  სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა – მაია ცქიტიშვილი

ვერც ერთი სახელმწიფოს რესურსი ვერ ეყოფა იმას, რომ უზრუნველყოს 3,700,000 ათასი ადამიანის მხრიდან პირბადის ტარება, – ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ვირუსთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაცაა.

„აღსრულების ეფექტიანობა, ბუნებრივია, მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა, მეორეს მხრივ, არაერთხელ გვითქვამს და უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც.  ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება და ასევე, ვერც ერთი სახელმწიფოს რესურსი ვერ ეყოფა იმას, რომ უზრუნველყოს 3,700,000 ათასი ადამიანის მხრიდან პირბადის ტარება.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო სავაჭრო ცენტრებში, რის გაკონტოროლებასაც  სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა -მოქალაქის, ბიზნესის და ასევე მთავრობის.

სახელმწიფოს აქვს საჯარიმო სანქციების ბერკეტი და ეს გამოყენებული იქნება  ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელსაც წესები არ  ჰქონდა დაცული, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ საჯარიმო სანქციები არ გვიცავს უშუალოდ ვირუსისგან  და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ მაღალ მობილობას სავაჭრო ცენტრებსა და ტრანსპორტში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ასეთ შემთხვევებში მიიღოს ზომები, რომლებიც დავაწესეთ კიდეც“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები