„ჩავასწარით პანდემიურ ჩაკეტილობას და 150 წიგნი ჩავიტანეთ“ – დუისში ბიბლიოთეკა დაარსდა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ დღეს  პანკისის ხეობას ეწვია და დუისში  წიგნები ჩაიტანა, სადაც ბიბლიოთეკა დაარსდა.
„მოგესალმებით დუისის საგანმანათლებლო ცენტრიდან (KRDF). ცოტა ხნის წინ, შესანიშნავმა გოგონამ პანკისის ხეობიდან, მარიამ მარგოშვილმა, წიგნების ჩატანა გვთხოვა – ძალიან მაგარმა ახალგაზრდებმა დუისის თემის სოფლებიდან ბიბლიოთეკა დააარსეს – განსაკუთრებულია ფატიმა მარგოშვილის, ფატიმას დის წვლილი.
ჰოდა, ჩავასწარით პანდემიურ ჩაკეტილობას და 150 წიგნი ჩავიტანეთ“, – წერს გიორგი კეკელიძე.
მოძრაობის პარტნიორია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები