ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

„შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად აღდგეს ეკონომიკა და ამისთვის იდგმება არაერთი ნაბიჯი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები. Freedom House-მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც აღნიშნა კიდევაც ის პოზიტიური ტენდენცია, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება არ გაუარესებულა”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები