აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის პარალელურად რუსეთი განაგრძობს საქართველოს ხსენებული ორი რეგიონის ანექსიის პროცესს

აქსელ ფიშერი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, სოციალურ მედიაში ეხმაურება 2020 წლის 12 ივნისს სოჭში შეხვედრის ფარგლებში ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით.

ფიშერი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამწლიანი, საკმაოდ მოცულობითი „პროგრამის” მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონებსა და რეგულაციებთან, რაც ითვალისწინებს ისეთ სახიფათო პროცესებს, როგორებიცაა, მაგალითად, „ორმაგი მოქალაქეობის” მიღების გამარტივება.

„გვსურს, განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან, აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შეთხვევაში, აფხაზეთი ფაქტობრივად იქცევა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად”, – წერს საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე აქსელ ფიშერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები