27 ნოემბერი ვასო გოძიაშვილის დაბადების დღეა

1905 წლის 27 ნოემბერი შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვასო გოძიაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 115 წელი შეუსრულდებოდა.
1924–1930 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე („კაცია–ადამიანი?!”, ილია ჭავჭავაძის მიხედვით) ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული აქტიორული სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი.
მის მიერ შესრულებული სხვა როლებია: ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი”), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი”), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი”), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე”), რიჩარდ III (უ. შექსპირის „რიჩარდ III”);
აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლი „ძველი ვოდევილები”, „ბუტიაობა”(ა. წერეთლი), „ოინბაზი”(ა. ცაგარელი), „სასამართლოში” (ბახუტაშვილი), სადაც თვითონ ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკას და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის – როლები; ასევე წარმატებით მოღვაწეობდა კინოში – სიკო („ქეთო და კოტე”, 1948), ავეტიკა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, 1965), კათალიკოსი მელქისედეკი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1970) და სხვ.
დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, არის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ვასო გოძიაშვილი 70 წლის ასაკში 1976 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები