27 ნოემბერი ემზარ კვიტაიშვილის დაბადების დღეა

27 ნოემბერი პოეტ ემზარ კვიტაიშვილის დაბადების დღეა. მას  85 წელი შეუსრულდა.
დაიბადა თბილისში 1935 წელს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს „ცისკარსა“ და „პირველ სხივში“. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული – „გზაში ნათქვამი სიმღერა“.
1963 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“ ლიტერატურულ მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი. გამოცემული აქვს ოცამდე პოეტური კრებული, კრიტიკული წერილები და ესეისტური ლიტერატურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები