მუზეუმების ვიდეოლექციები

26, 27, 28 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით, ვიდეოლექციები ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციების მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3652Ahm
მათივე თქმით, ხელოვნებათმცოდნეები სამუზეუმო სივრცეებიდან ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და შემეცნებით თემებზე, როგორებიცაა: ძველი ქართული სამკაულის ისტორია, ტაძარი და მისი სიმბოლიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული პლაკატის ისტორია, რესტავრაცია-კონსერვაცია მუზეუმში, რას მოგვითხრობენ მონეტები, ფიროსმანის პირადი საქმე, ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრცეში, ქართული ეროვნული კოსტიუმის ისტორია და სხვა.
ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2HBUrrm

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები