საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მალტასთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრაც წააგო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მალტელებმა პირველივე ტაიმში ორბურთიან უპირატესობას მიაღწიეს, მეორე ნახევარიც დამაჯერებლად ჩაატარეს და 0:4 მოიგეს.
9 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ისევ უქულოდაა და ბოლო ადგილზეა. 1-ელ დეკემბერს ჩვენი ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას კვლავ საკუთარ მოედანზე ეთამაშება და შესარჩევ ციკლს ამით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები