„ქრისტიანული კულტურის ძეგლების შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე გარდაიცვალა“

79 წლის ასაკში სვანეთის მუზეუმის შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების ფონდის კურატორი, ჩათო გუჯეჯიანი გარდაიცვალა.
„ჩათო გუჯეჯიანი თითქმის ნახევარი საუკუნე მაღალპროფესიონალურად და ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. იგი გახლდათ სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის ძეგლების შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე, მისი თანაავტორობით 1985 წელს ნიუ-იორკში გამოიცა „სვანურ-ინგლისური” ლექსიკონი. ​აგრეთვე, აღსანიშნავია ქალბატონი ჩათოს ღვაწლი პედაგოგიურ საქმიანობაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის, არამედ სამეცნიერო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები