„ახმეტის ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროექტი მომზადდება“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ახმეტის ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
„მეუფე დავით ალავერდელის თხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს დაიწყო ახმეტაში, ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია.
წელს განხორციელდა მონასტრის გაწმენდა მცენარეული და მიწის საფარისაგან. სრულად გამოჩნდა დაზიანებული ტაძარი და მონასტრის დანარჩენი ნაგებობები.
2021 წელს გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები და დაიწყება რეაბილიტაციის პროექტის მომზადება. რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ ფონდ  „ქართუს“ დაფინანსებით მოხდება მონასტრის სრული აღდგენა.
მონასტერი აგებულია ადრე შუასაუკუნეებში. მონასტრის დაარსების თარიღი, ასურელ მამათა, უშუალოდ ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობას უკავშირდება“, – წერს ნიკა ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები