ირმა ზავრადაშვილი: დიდუბეში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო უსახლკარო, ჰყავდა ოჯახის წევრები

დიდუბეში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო უსახლკარო, ჰყავდა ოჯახის წევრები, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, გარდაცვალებამდე ამ ადამიანს არაერთხელ ჰქონდა გამგეობის მხრიდან შეთავაზება, რომ თუ ოჯახის წევრებთან ცხოვრება არ სურდა თავშესაფარში გადაიყვანდნენ, თუმცა, როგორც ზავრადაშვილი ამბობს, მისი პასუხი ყოველ ჯერზე უარყოფითი იყო.

“პირველ რიგში გამოვთქვამ მწუხარებას დიდუბის რაიონში ადამიანის გარდაცვალების გამო. ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანებისთვის, და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ე.წ. „მთავარი“ არხისა და ტვ1-ისთვის განვმარტავ, რომ ქუჩაში ადამიანის გარდაცვალების დროს გამგეობას არ აქვს უფლება, განახორციელოს ესა თუ ის ქმედება, სანამ პოლიცია არ დაასრულებს ასეთ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

გარდა ამისა, გარდაცვლილი არ იყო უსახლკარო და ჰყავდა ოჯახის წევრები, რომლებთანაც დაუყოვნებლივ მოხდა დაკავშირება.

გარდაცვალებამდე ამ ადამიანს არაერთხელ შევთავაზეთ თავშესაფარში გადაყვანაც, თუ არ სურდა ოჯახის წევრებთან ცხოვრება, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი პასუხი უარყოფითი იყო. სამწუხაროა, რომ უკიდურესად მდარე გემოვნებამდე დაშვებულ ე.წ. „მთავარსა“ და მასზე კიდევ უფრო მეტად დაცემულ ტვ1-ს ყველაზე ნაკლებად სიმართლის დადგენა აინტერესებს და დაკავებულია მხოლოდ იაფფასიანი შოუების დადგმით, რითაც უნიჭოდ ცდილობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის დისკრედიტაციას, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც გამგეობისთვის დასახმარებლად მოუმართავს, კარგად იცის, რომ თვითმმართველობა მაქსიმუმს აკეთებს გაჭირვებულთა დასახმარებლად და ამ კონკრეტულ პარტიასთან მიტმასნილი ტელევიზიებისგან განსხვავებით მოვლენებს არ უყურებს სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ ჭრილში”, – წერს დიდუბის რაიონის გამგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები