პელე მარადონას გარდაცვალებაზე: ზეცაში ჩვენ ისევ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს

ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლეგენდარული პელე, მეგობრის დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“ძალიან სამწუხაროა დღეა. მე დავკარგე მეგობარი, ხოლო მსოფლიომ ლეგენდა. ბევრია სათქმელი,მაგრამ სიტყვებით ძნელია. ერთხელაც, ზეცაში ჩვენ ისევ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს”,- თქვა პელემ.

არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიო ლეგენდა დიეგო მარადონა დღეს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, მარადონამ ოქტომბრის ბოლოს თავის ტვინის ოპერაცია გადაიტანა, ის კლინიკიდან 12 ნოემბერს გამოწერეს.

გაზეთი Perfil წერს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა გულის შეტევა გამხდარიყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ მას წნევა დაუვარდა, და იმ მომენტში მასთან ერთად ახლობლები იმყოფებოდნენ.

სასწრაფო დახმარების ექიმებმა მარადონას გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები