თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება არ მოჰყოლია.
„გაზგასამართ სადგურზე მოხდა გაზის გაჟონვა, ხანძარი ან აფეთქება არ არის. უსაფრთხოების მიზნით ვართ ადგილზე. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.