თბილისის ისტორიის მუზეუმში 26 ნოემბრიდან ლუკა ლასარეიშვილის გამოფენა – „რისფასად” გაიმართება

„თბილისის ისტორიის მუზეუმი 26 ნოემბრიდან, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, ლუკა ლასარეიშვილის (Luka Lazar) გამოფენას „რისფასად“ წარმოგიდგენთ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხატვრის ნამუშევრების შინაარსი, თემატიკა და ზოგადი კონცეფცია თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას – საკუთარი და საზოგადოების ფუნქციის ძიებიდან მომდინარეობს.

„ლუკა ლასარეიშვილის ინსტალაციების ძირითად თემას ადამიანის სიხარბის და მისი საზოგადოებაზე ზემოქმედების ფაქტორი წარმოადგენს. ხელოვანის ნამუშევრები თემატურად ფართო დიაპაზონისაა, რაც საინტერესოდ რეალიზდება სხვადასხვა ფორმით. „დიალოგი საკუთარ თავში” – ასე ახასიათებს ხელოვანი საკუთარ შემოქმედებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები