საპატრიარქო: აუცილებელია, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის პირველი ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები