ანა გობრონიძე „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიატი გახდა

„გურული დღიურების ფონდი“ განაგრძობს თავის საქმიანობას განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, აქტიურად უდგას გვერდში. მათ ძირითადად ენიშნებათ ფონდის სტიპენდია, ხშირად გადაეცემათ წიგნები ან სხვა სახის საჩუქრები, საჭიროებებიდან გამომდინარე. თავად ფონდი კი, მისი ერთგული მხარდამჭერებისა და შემომწირველების დახმარებით, ახერხებს ამ უაღრესად საჭირო საქმის კეთებას.
„ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია. ამ რამდენიმე ხნის წინათ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება“, – ამბობს „გურული დღიურების ფონდის“ დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები