ნიკა მელია: ვიღას სჯერა იმნაძის, გამყრელიძისა და ყველასთვის მოსაწონი რატიანის?

“ბატონი გამყრელიძე და იმნაძე ხელისუფლებამ გაცვითა”, – ამის შესხებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა „რეაცია“-ს ეთერში საუბრისას განაცხადა.

„პაატა იმნაძე არის ადამიანი, რომელმაც საქართველო ბანაკებად გაყო. რატომ აღარ გამოდის ბატონი გამყრელიძე იმ სიხშირით და სად არის ბატონი იმნაძე? იმიტომ, რომ ისინიც კი გაცვითა ხელისუფლებამ, რატომ აკადრეს და დაატარებდნენ პარტიულ ღონისძიებებზე – მათ უარი ვერ თქვეს, ვერც ბატონმა გამყრელიძემ, ვერც ბატონმა იმნაძემ და ვერც ბატონმა ცერცვაძემ.

ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ პარტაქტივისტებთან ერთად ღონისძიებებს ესწრებოდნენ, ისინი ნდობას არ იმსახურებენ, აღარ სარგებლობენ ამით. ვიღას სჯერა პაატა იმნაძის? გამყრელიძის? და ყველასათვის მოსაწონი რატიანის? ივანიშვილმა ლიმონივით გამოწურა თითოეული მათგანი და დღეს მივიღეთ უბრალოდ სკელეტონები, რომ გამოდის ამირან გამყრელიძე, უბრალოდ, მოსმენის სურვილიც არ მაქვს, არ მჯერა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები