ლევან რატიანი: თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა

“ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას”, – ამის შესახებ ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

„კოლაფსი იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არცერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა.

ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს,” – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და, როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,” – თქვა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები