არჩილ სამნიძე: ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიცი ასეთი, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, რომ მოუსმინოს მის მწვავე კრიტიკოსებსაც

“ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიცი ასეთი, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, რომ მოუსმინოს მის მწვავე კრიტიკოსებსაც კი და ბავშვური წყენებისა და პოლიტიკური უხერხულობის პროცესი არ შეიტანოს მართვის პროცესში”, – ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი, არჩილ სამნიძე საქართველოს პრემიერმინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.

„ამერიკაში მოღვაწე, ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, ზურაბ გურული, რომელიც ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა მთავრობასა და პირადად პრემიერ გახარიასაც, რომელიც ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებულიც კია ხშირ შემთხვევებში და გაერო-ს გენ.მდივნის მრჩეველი – გიორგი ფხაკაძე, რომელიც ასევე მწვავედ აკრიტიკიდებდა ხოლმე მთავრობის პოლიტიკას, სხედან ახლა და დისკუსიაში იღებენ მონაწილეობას მთავრობის შემდგომი ნაბიჯების შესახებ, ჯანდაცვის სხვა ექსპერტებსა და პრემიერ გახარიასთან ერთად“, – წერს არჩილ სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები