უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
როგორც ,,კვირას” უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, ფიცი ოცდაოთხმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.
ახლადგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის 1-ელ დეკემბრიდან შეუდგებიან.
საზეიმო ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაესწრნენ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 36 მოსამართლე დაინიშნა.