გიორგი ბერიძე გარდაიცვალა – „შესანიშნავი მუსიკოსი, ჰობოისტი, საუკეთესო პედაგოგი, მრავალი ლაურეატის აღმზრდელი“…

მუსიკოსი და პედაგოგი გიორგი ბერიძე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, კორონავირუსით.
მუსიკოსის გარდაცვალების თაობაზე ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე აქვეყნებს სტატუსს.
„გარდაიცვალა გიორგი ბერიძე! შესანიშნავი მუსიკოსი, ჰობოისტი, საუკეთესო პედაგოგი, მრავალი ლაურეატის აღმზრდელი, კარგი მეგობარი, მუდამ ხალისიანი, მუდამ მოღიმარი, კარგი მოსაუბრე, იუმორის მქონე, კეთილგანწყობილი ადამიანი.
თავდადებით ემსახურა თავის პროფესიას, უამრავი ქართული და უცხოური ნაწარმოების შესრულებით (ორკესტრთან ერთად) მრავალ პრემიერას გვაზიარა და სიამოვნება მოგვანიჭა.
ძვირფასი გოგის გარდაცვალება ქართული მუსიკალური კულტურის დიდი დანაკლისია. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული“! – წერს რუსუდან ქუთათელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები