“ევროპის უნივერსიტეტმა” სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონი გამართა

“ევროპის უნივერსიტეტმა” ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან ერთად სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონი გამართა.

ორდღიანი ღონისძიება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სივრცეში ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები გახდნენ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი სანდრო ცოფურაშვილი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ბითაძე, რომლებმაც სატრანსპორტო პლატფორმა – move.ge-ის იდეა საინტერესოდ დაამუშავეს.

გამარჯვებული გუნდი ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას გაივლის, ასევე, დაესწრება მენტორინგის სესიებს გაყიდვების მიმართულებით, ევროპის უნივერსიტეტის წამყვანი ლექტორების ხელმძღვანელობით.

“ციფრული პროდუქტების კრეათონი, რომელიც გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან ერთად ჩატარდა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო სტუდენტებისთვის გამხდარიყვნენ გლობალური ღონისძიებების სერიის მონაწილე, მიეღოთ ახალი ცოდნა ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით და 2 დღის განმავლობაში ემუშავათ თავიანთ იდეებზე. გამარჯვებული იდეის ავტორებს შესაძლებლობა აქვთ იდეის განვითარებაზე სპარკის პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში იმუშაონ, დახვეწონ პროდუქტი და ბაზარზე გასატანად მოამზადონ, რაც დამეთანხმებით პირველ კურსელი სტუდენტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვინაიდან ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტუდენტების აქტიურად ჩართვაა ისეთ წამყვან სფეროებში როგორიც არის მეწარმეობა, ციფრული ტექნოლოგიები, ინოვაციები და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ მსგავს პროექტებს და ვთვლით, რომ ხარისხიან აკადემიურ განათლებასთან ერთად მსგავსი აქტივობები სტუდენტებს სწავლის პერიოდიდანვე ეხმარება გამოცდილების დაგროვებასა და სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თამთა გველესიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები