ამირან გამყრელიძე: ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგნოზით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა, სიკვდილიანობისა და დაინფიცირების მატება

“თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული ღონისძიებები, პიკი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს”, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში აუცილებელია, რომ გავამკაცროთ არსებული რეგულაციები.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან, რომელიც არის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტი. ეს უნივერსიტეტი კოვიდვირუსის შემთხვევების ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს ევროპაში და, რადგანაც ჩვენ ამ უნივერსიტეტის ახლო პარტნიორები ვართ, გვიკეთებს პროგნოზირებას და მათი გათვლების მიხედვით, დეკემბრის პირველი კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა – სიკვდილიანობსა და დაინფიცირების მომატება.
თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავაკმაცრეთ არსებული ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძლდეს. ამიტომ, მათი რეკომენდაციითაც, საქართველოში აუცილებელია, რომ გავამკაცროთ არსებული რეგულაციები და  დამავატოთ და გავაფართოოთ კიდეც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები