რას ითვალისწინებს დამატებითი შეზღუდვები – მაია ცქიტიშვილის განმარტება

“ხანგრძლივი ვადით დამატებითი შეზღუდვები შეიძლება  იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპზე, თუმცა, შესაძლებელია, რომ არეალი გაიზარდოს.

„ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ზონა არის მობილობის შემცირება და სწორედ ამისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხირვ, წერტილოვანი შეზღუდვები – სამუშაო დღეების ან არასამუშაო დღეებში გარკვეული სავაჭრო ობიექტების შეჩერებასთან დაკავშირებით ან საათების რეგულირების თვალსაზრისით.
მსოფლიოში შეზღუდვების ერთი და იგივე პრინციპია და, შესაბამისად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელიც იქნება ქმედითი, გადაცემის ჯაჭვების წყვეტაზე და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს. შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირას ან კვირის რომელიმე დღეს ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხანგრძლივი ვადით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები