აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 46-დან 86 წლამდეა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 79 წლის ქალბატონი. პაციენტი კლინიკაში 19 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
რაც შეეხება 46 წლის ქალბატონს, კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, ესენციური პირველადი ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 63 წლის მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტალში 18 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. მამაკაცი კლინიკაში 16 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, ფქოდი, ჰიპერტონული დაავადება.
ერთი პაციენტი, 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკა „მედინაში“. პაციენტი ჰოსპიტალში 15 ნოემბერს შეიყვანეს, 23 ნოემბერს კი გარდაიცვალა. მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, პოლიორგანული უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულ-ფილტვის უკმარისობა.
რაც შეეხება 77 წლის მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს 14 ნოემბერს, ხოლო 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, იყო ინსულინდამოკიდებული, ასევე აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 15 ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრესსინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია და თრთოლვა.
რაც შეეხება 70 წლის მამაკაცს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 30 ოქტომბერს, 23- ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დისტრესსინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.
75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა საერთაშორისო ჰოსპიტალში, რომელიც კლინიკაში ცხრა ნოემბერს შეიყვანეს, 23-ში კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, არტერიული ჰიპერტენზია.
55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში,პაციენტი კლინიკაში 20 ნოემბერს მოათავსეს, 24-ში კი გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: „ კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფაქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.