ესპანეთის აეროპორტში British Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქი კასტელიონ-დე-ლა-პლანას აეროპორტში British Airways-ის კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს – Boeing 747-400-ს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ინფორმაციით, აალება პილოტის კაბინაში მოხდა, ადგილზე მეხანძრეები ოპერატიულად გამოცხადნენ და ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, საჰაერო ხომალდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები