თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობისა და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილისა და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროსა და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალისა და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები