რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით – ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართულიშეხვედრის მთავარი თემა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და, მეორე მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკა.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი” არ იგეგმება.

პრემიერმინისტრის დავალებით, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანლობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  – მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები