„ევექსის” ჰოსპიტლებში კოვიდპაციენტებისთვის ერთ კვირაში დამატებით კიდევ 110 საწოლი გამოიყოფა

“დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერმინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა”, – ამის შესახებ „ევექსის” ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა პრემიერმინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტლური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტლური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა, მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები