„გვენატრება, ძალიან გვენატრება და გვაკლია მისი სიბრძნე“ – 23 ნოემბერი ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეა

23 ნოემბერი მწერლისა და სცენარისტის, ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეა.
„მიყვარს ეს დღე, ერლომის დაბადების დღე…
ჩვენი ერლომი…
გვენატრება, ძალიან გვენატრება და გვაკლია მისი სიბრძნე…

ფოტო ნათელა გრიგალაშვილისა, 2004 წლის ივლისი“, – წერს ფეისბუქზე მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი.

ერლომ ახვლედიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1964 წელს.
მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად; საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად; იყო სტუდია „ქართულ ფილმთან” არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი…
მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე; არის 15 ფილმის სცენარის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა „აპრილი”, „ფიროსმანი”, „ივანე კოტორაშვილის ამბავი”, „ამაღლება”, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, „არასერიოზული კაცი”, „ცხელი ზაფხულის სამი დღე”, „ძნელი დასაწყისი”, „გზა შინისაკენ”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და სხვა.

2011 წელს მიიღო  ლიტერატურული პრემია „საბა”, წლის საუკეთესო რომანისთვის „კოღო ქალაქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები