გიორგი კანდელაკი: დიალოგი ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით გაგრძელდება, ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაზე
“დიალოგი ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით გაგრძელდება, ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაზე, რომ მოვიდნენ გონივრული კომპრომისით იმის შესახებ, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც ასახავს საზოგადოების ნებას”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებას პარლამენტიდან ბრძოლასთან დაკავშირებით დიდი პატივისცემით ეპყრობიან ამ განცხადებას, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ამომრჩევლის განწყობა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით ვეპყრობით ამ კონკრეტულ განცხადებას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების და ამომრჩევლის განწყობა, დაკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული გაზომვადი მტკიცებულებები.
ასევე, ის ფაქტი, რომ ყველა საჩივარზე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე სასამართლოში, პრაქტიკულად ყველა საჩივარზე ოპოზიციას და ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთქვათ უარი.
ასე რომ, დიალოგი ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით გაგრძელდება, ახლა ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“ და მთავრობაზე, რომ მოვიდნენ გონივრული კომპრომისით იმის შესახებ, თუ როგორ და როდის ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც ასახავს საზოგადოების ნებას“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.