ხალხური საღამოები – ანსამბლი „თბილისი“

23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში პირდაპირი ონლაინჩართვით კონცერტს გამართავს ანსამბლი „თბილისი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოლკლორის ცენტრში ხალხური საღამოები სხვადასხვა ანსამბლისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გრძელდება.
ანსამბლი თბილისი 1980 წელს დაარსდა. მალევე სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა და საქართველოსა თუ მსოფლიოს მრავალ სცენაზე სახელი გაუთქვა ქართულ სიმღერას.
„თბილისს“ პირველივე დღიდან სათავეში უდგას ლოტბარი და ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი: რობერტ გოგოლაშვილი.
ანსამბლი თანამშრომლობდა ისეთ უცხოელ თუ ქართველ ხელოვანებთან, როგორებიც არიან: ბენი ანდერსონი და ჯგუფი ,,ABBA”, ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ინსაითი”.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები