„გოგი ბერიძემ შექმნა ეპოქა, „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეობიდან კონსერვატორიის ემერიტუსამდე“…

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამვთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, კონსერვატორიის ემერიტუსის გიორგი ბერიძის გარდაცვალების გამო.
„სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ კონსერვატორიის მცირე დარბაზში მისი 80 წლის იუბილე აღინიშნა. ბატონი გოგის პატივისცემა და ამაგი იმდენად დიდია, რომ ამ ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისი საამაყო, აწ უკვე ძალზედ წარმატებული მოსწავლეები. სავსე იყო დარბაზი არა მხოლოდ მუსიკის მოყვარულებით, არამედ ბატონი გოგის ურიცხვი მეგობრებითაც.
გოგი ბერიძემ შექმნა ეპოქა, „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეობიდან კონსერვატორიის ემერიტუსამდე.
წლების მანძილზე კათედრის ხელმძღვანელი და სტუდენტების საყვარელი მაესტრო ჰობოის სამოთხებრივი ჟღერადობის გამოცემის ხელოვნებას ასწავლიდა თაობებს.
იგი თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; ის მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში;
გასტროლებით მოგზაურობდა: ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები, ავსტრია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად;

ალბათ ბევრს ფალიაშვილის ოპერა „დაისის” პირველ ბგერებზე, სწორედ ბატონი გოგი გაახსენდება“, – აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები