“სამი წლის წინ ტერორისტების ნასროლმა ტყვიამ სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი იმსხვერპლა, მაჩალიკაშვილის მამა კი „ნაცების” გმირად იქცა და მორალს გვიკითხავს” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2017 წელს, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულ ივანე გოლაშვილს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„სამი წლის წინ ბერი სალოსის ქუჩაზე გამაგრებულმა ტერორისტებმა, არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. სამწუხაროდ, ტერორისტების ნასროლი ტყვიებით დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი ივანე გოლაშვილი. ღირსეული ქართველი ვაჟკაცი ივანე გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა. როგორც მისი ოჯახი, როგორც მარიამი და გიორგი, მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო!

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტებს რომლებიც, ლამის ნახევარი საქართველოს აფეთქებას ფიქრობდნენ, მოკავშირეებიც ჰყავდათ, მათ შორის, მაჩალიკაშვილის ოჯახი, სამწუხაროდ, ამ ტერაქტის შემდეგ მაჩალიკაშვილის მამა „ნაცმოძრაობის” გმირი გახდა და უტიფრად მორალს გვიკითხავს სხდასხვა ტელე სივრცეებიდან.

ტერორისტების გეგმა სამართალდამცავებმა და სპეცსამსახურებმა ჩაშალეს, ტერორისტები ლიკვიდირებული იქნა… საქართველოს კიდევ ერთი გმირი ვანო გოლაშვილი შეემატა! დიდება გმირებს!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები